ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქართულსა და მათემატიკაში საცდელი ტესტირება ჩაუტარდათ
07-07-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. განვლილი სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა. 


აღსანიშნავია, რომ სკოლა ჩართულია პროექტში - „შეფასება განვითარებისთვის“. პროექტის ფარგლებში, მაისში, სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საცდელი ტესტირება ჩატარდა. 

საცდელი ტესტირება მათემატიკასა და ქართულში IV და VI კლასების მოსწავლეებს ჩაუტარდათ. ტესტირება მიზნად ისახავდა, სასწავლო წლის ბოლოს, მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების მიღწევების შეფასებას  ქართულ ენასა და ლიტერატურაში, აგრეთვე მათემატიკაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203