ჭაპალის საჯარო სკოლაში პირველკლასელებისთვის ახალი საგნის შესასწავლად აქტიურად ემზადებიან
07-07-2022
საქართველოს საჯარო სკოლების პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო ხდება. მოსწავლეები ამ საგანს ახალი სასწავლო წლიდან გაივლიან.

ჩვენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლის დირექტორ, ვანახარ კახრამანოვა ვკითხეთ, არის თუ არა მისი სკოლა მზად ეს საგანი ასწავლოს, შეარჩიეს თუ არა პედაგოგი და გაიარეს გადამზადება. 

დირექტორის, ვანახარ კახრამანოვას თქმით სკოლაში, ახალი საგნის მასწავლებელი უკვე შერჩეულია და პირველკლასელებს სექტემბრიდან ჭადრაკს შეასწავლის.

დირექტორი, ჭადრაკის სკოლაში სწავლების დანერგვის მომხრეა და თვლის, რომ ის მოსწავლეებს საჭირო უნარებს შესძენს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203