მისაქციელის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
07-07-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ გაიმართა. მასში მე-7 და მე-8 კლაისს მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიების მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

საბოლოოდ, გამარჯვება მე-8 კლასმა მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203