ზვარეს საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო აქტივობა და შეხვედრა ჩატარდა.
მათ შორის, 7 ივნისს სკოლაში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ბექა ჯოყილაძემ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საჩუქრად წიგნები და ბროშურები გადასცა.
იხილეთ ფოტო: