„გაზაფხულის ჰანგები“ - ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
07-07-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - „გაზაფხულის ჰანგები“. გარე სივრცეში მოეწყო ნახატების გამოფენა, მოსწავლეებმა მუსიკალური ნომერები და ქართული ცეკვები წარადგინეს. 

აღნიშნულ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

ღონისძიების ხელმძღვანელი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ირინა მარტიაშვილი იყო.

მოსწავლეებმა სოლიდარობა უკრაინასაც გამოუცხადეს.

„ღონისძიების დასასრულს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი სოლიდარობის ნიშნად, მოსწავლეებმა შეასრულეს უკრაინის სიმღერა. ახალდაბის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ანსამბლ „ქორულის“ ქორეოგრაფებს - გიორგი ზარიძეს და ხატია თინიკაშვილს, გაწეული შრომისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203