„წარსულით განათებული მომავალი“ - კორბოულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
07-07-2022

ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს, მრავალფეროვან სასწავლო პროცესს, საინტერესო პროექტებსა თუ აქტივობებს სთავაზობდნენ და მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავდნენ. მოსწავლეებიც ხალისით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ნიჭის და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, „ზოგადი განათლების რეფორმის“ ფარგლებში კორბოულის N1 საჯარო სკოლაში განხორციელებული პროექტი - „წარსულით განათებული მომავალი“, რომელიც კორბოულის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეხებოდა. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა კორბოულის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოინახულეს. ტაძრის ისტორია მოსწავლეებს გააცნო ტაძრის კეთილმოწესემ, იმედა კაპანაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203