კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფრენბურთის გუნდი საქართველოს უმაღლეს ლიგაში ითამაშებს
27-03-2018
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფრენბურთის გუნდისათვის საქართველოს ეროვნული ფედერაციის მიერ გამართული 2018 წლის I ლიგის თამაშები წარმატებული გამოდგა.
გუნდმა 25 მარტის ნახევარფინალური თამაში საქართველოს უნივერსიტეტის ფრენბურთელებთან გამართა და დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალში კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფრენბურთელები „წყალტუბოს“ შეხვდნენ და ღირსეულად გაიმარჯვეს. მატჩის საბოლოო ანგარიში - 3:1 ჩაინიშნა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის მწვრთნელი 2017 სასწავლო წლიდან დავით ლიპარტალიანი გახლავთ. 25 მარტის შედეგებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფრენბურთის გუნდი 2018/2019 წლის სეზონს, უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია