ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს
07-07-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

სკოლაში მათ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავდნენ. 

მოსწავლეები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძებაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მათ სხვადასხვა საინტერესო ნომერი შეასრულეს, იცეკვეს, იმღერეს და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

„ჩვენო საყვარელო ბავშვებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლაღ მომავალს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203