ბავშვთა დაცვის ფერადი დღესასწაული ნატახტრის საჯარო სკოლაში
07-07-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

მათ შორის იყო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ის დამრიგებლებისა და სპეციალური მასწავლებლის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

VIII-IX კლასის მოსწავლეებმა IV-V კლასის მოსწავლეებისთვის თემატური პრეზენტაციები წარადგინეს. მათ ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს და კედლის გაზეთიც დაამზადეს.

აქტივობის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

„ზაფხულის პირველი დღე, პირველი ივნისი. ამ დღესასწაულს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ, მათ შორის, საქართველოშიც. იდეა გაჟღერდა 1925 წელს, ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე. პირველად აღინიშნა 1959 წელს. ეს დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვადასხვა ღონისძიებით; იმართება საქველმოქმედო აქციები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203