„ესეც ჩვენი მწვანე გამოწვევა!“- ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობა
07-07-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

მათ შორის იყო დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართული აქტივობა.

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. სკოლა თემატურად მწვანე ფერებში მოირთო. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებისათვის ყოველდღიურად ზრუნავდნენ. მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.

„ესეც ჩვენი მწვანე გამოწვევა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203