დედაენის დღესასწაული მერჯევის საჯარო სკოლაში
07-07-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მომავალ თაობას სიღრმისეული განათლება მისცეს. ისინი განვლილი სასწავლო წლის მანძილზე მოსწავლეებს საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ. სკოლაში არ ავიწყდებოდათ არც მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა. 

რა თქმა უნდა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე. სკოლაში ეროვნულ დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა. ღონისძიებას ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი დალი მოდებაძე ხელმძღვანელობდა. 

„ბავშვები გაეცნენ ენის ისტორიას, წარმოადგინეს ჩანახატები და ლექსები, მომზადდა და წარმოადგინეს მუსიკალური კომპოზიცია მთვარისა მასწავლებლის დახმარებით. მადლობა ქალბატონ დალის ღონისძიების ორგანიზებისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203