ნადაბურის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა მზის სისტემის მოდელები შექმნეს
07-07-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის ნიჭიერი მეხუთეკლასელები სასწავლო წლის განმავლობაში კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობდნენ.

მეხუთე კლასში კომპლექსური დავალების შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით მზის სისტემის მოდელები დაამზადეს, რომლებიც საკლასო სივრცეში გამოიფინა.

საგანი - ბუნებისმეტყველება იყო, ხოლო თემა - „მზის სისტემა“ გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ მეხუთეკლასელების მასწავლებელი ნინო ლომიძე იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203