წრომის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებმა კონკურსზე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა
07-07-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ. მათ შორის აღსანიშნავია, თამარ გაგნიძისა და ნინი ჩიბირაშვილის წარმატება.

საქართველოს ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა, საქართველოს საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეთათვის კონკურსი სახელწოდებით - „ახალგაზრდა ივერიელი“ გამოაცხადა.

კონკურსზე შიდასასკოლო კონკურსში გამარჯვებული 2 მოსწავლის ნამუშევარი გაიგზავნა.

ორივე ნამუშევარი, როგორც საუკეთესო ისე შეფასდა. 

თამარ გაგნიძე და ნინი ჩიბირაშვილი აკადემიურ ქალაქში მიიწვიეს, სადაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203