დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
07-07-2022
დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე მთელი სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად ზრუნავდნენ. 

სკოლაში ხელოვნების მასწავლებლის, დალი ლურსმანაშვილის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. 

მასში  IX , X, XI კლასის მოსწავლეებთან ერთად, აბიტურიენტები ქეთევან ლაცაბიძე და გურამ ლურსმანაშვილიც მონაწილეობდნენ. 

თამაშში ჩართულმა თითოეულმა მოსწავლემ ღირსეულად იასპარეზა და საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა. 

„მოსწავლეები აზრთა შეჯერების საფუძველზე  წარმატებით პასუხობდნენ მათთვის დასმულ კითხვებს. თამაშშმა საინტერესოდ ჩაიარა. დალი მასწავლებელმა და მონაწილეებმა ინტელექტუალური ღონისძება, ინტელექტითგამორჩეული პედაგოგის - გოჩა ბუაჩიძის ხსოვნას მიუძღვნეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203