ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
07-07-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები-2022“ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ესთეტიკის კათედრა იყო. 

ღონისძიების მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203