პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
07-07-2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

მათ შორის იყო ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თემატური პრეზენტაციები და პოსტერები წარადგინეს. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

მათი ხელმძღვანელი მუსიკის პედაგოგი თეონა გივიშვილი იყო.

„მიხარია, რომ მომეცა საშუალება, ჩემს შესანიშნავ მოსწავლეებთან ერთად, მიმეღო მონაწილეობა ამ საინტერესო აქტივობაში.
მადლობას ვუხდი საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს, ორგანიზატორებს: ქეთი სიბაშვილს, ნანა გოგიშვილს და მაია ალექსიშვილს“,- წერს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203