„ხელოვნება სულიერი სიჯანსაღეა“ - წრომის საჯარო სკოლაში განხორციელებული შთამბეჭდავი სოციალური პროექტი
07-07-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის განმავლობაში სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.
მათ შორის, სასწავლო წლის დასასრულს სკოლის მე-2 და მე-5 კლასის დამრიგებლის, ლალი სარალიძის მიერ საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაიგეგმა.
„სასკოლო პროექტის განვითარებისთვის მე-2 კლასში აქტივობა დაიგეგმა.
პირველი ღონისძიება, მე-2 კლასის მოსწავლის, სანდრო წიქარიშვილის მშობლის ჩართულობით, სასკოლო პროექტის - „ცხოვრების ჯანსაღი წესი“ ფარგლებში იყო. სადამრიგებლო საათზე სოციალური პროექტი, სახელწოდებით - „ხელოვნება სულიერი სიჯანსაღეა“ განხორციელდა. პროექტის საშუალებით მშობლის, ქეთევან ძამანაშვილის შემოქმედებითი უნარი წარმოჩინდა; იგი თვითნასწავლი მოყვარული მხატვრი გახლავთ.
პროექტის მსვლელობაში, მეორეკლასელებმა სანდრო წიქარიშვილის ხატვის შესაძლებლობას გაუსვეს ხაზი, რომელიც მართლა გენეტიკურადაა გადასული ბავშვში; მასაც დედიკოსავით შეუძლია ლამაზი ნამუშევრების შექმნა.
პროექტში მეორე კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ; ერთმანეთის გვერდში დგომით შექმნეს ის გარემო, რომელიც როგორც ღონისძიების დარბაზს, ასევე საგამოფენო ოთახსაც ალამაზებდა.
პროექტის პრეზენტაციის მსვლელობას მიმზიდველს ხდიდა მასზე მიბმული მე-2 კლასელების სახასიათო ინსცენირებები.
დამსწრე-საზოგადოებამ ერთხმად აღიარა, რომ ეს არის სულიერი სიჯანსაღის ზეიმი, რომელიც ვფიქრობ ხელოვნებაზე შეყვარებულ ადამიანებშია დასადგურებული და ესაჭიროება სამზეოზე გამოტანა. ღონისძიების ბოლოს დედა-შვილის ნამუშევართა გამოფენის დათვალიერება გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო