რაქვთის საჯარო სკოლის დირექცია აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს
06-07-2022
4 ივლისს ქართველი აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ეროვნულ გამოცდებს თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებიც აბარებენ.

სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს და ყველა აბიტურიენტს წარმატებებს უსურვებს.

„ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. რაქვთის საჯარო სკოლა ულოცავს, როგორც ჩვენს კურსდამთავრებულებს, ასევე ყველა აბიტურიენტს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნულია სკოლის წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203