თახჩის საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე მიქაელიანი, პედაგოგებთან ერთად, ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მოსწავლეებს სიღრმისეული განათლება მისცეს
06-07-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.
სკოლა საბაზო საფეხურისაა და სულ ოთხი მოსწავლე სწავლობს. დამამთავრებელი მე-9 კლასი 2021-2022 სასწავლო წელს არ ჰყოლიათ.
მიუხედავად მოსწავლეთა მცირერიცხოვნობისა დირექტორი გაიანე მიქაელიანი ღვაწლმოსილ და მაღალკვალიფიციურ პედაგოგებთან ერთად ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცეს.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი, საინტერესო, დასამახსოვრებელი და შემეცნებითი აქტივობები ხშირად იმართებოდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს