კონდოლის საჯარო სკოლის პედაგოგი ციცინო წაწალაშვილი etaloni.ge-სთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის საჯარო სკოლის პედაგოგი ციცინო წაწალაშვილი საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა.etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგს სპეციალური დიპლომი მიენიჭა.
ციცინო წაწალაშვილი სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად
etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.