გავაზის საჯარო სკოლის პედაგოგ ქეთი ქურდაძეს etaloni.ge-მ სპეციალური დიპლომი მიანიჭა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთი ქურდაძე საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა.
პედაგოგს სპეციალური დიპლომი მიენიჭა.
ქეთი ქურდაძე სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად
etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ.