ყვარლის N1 სკოლის პედაგოგი მარიამ იშხანიძე etaloni.ge-სთან ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი მარიამ იშხანიძე საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა.
პედაგოგს სპეციალური დიპლომი მიენიჭა.
მარიამ იშხანიძე სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად
etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ.