მურჯახეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა - წელს სკოლას საბაზო საფეხურის ერთი კურსდამთავრებული ჰყავს
06-07-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.
სკოლა საბაზო საფეხურის გახლავთ და წელს მეცხრე კლასი ერთმა მოსწავლემ წარმატებით დაასრულა.
სკოლაში დირექტორის, ვარდევან მარგარიანის უშუალო ჩართულობით მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
მაღალკვალიფიციური პედაგოგები მომავალი თაობის სწავლა-განათლებაზე დაუღალავად ზრუნავენ. ბავშვებს სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო, შემეცნებით, სახალისო და ამავდროულად მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს