ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა
06-07-2022
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა.

მათ შორის, სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა, ნინო დოიჯაშვილმა ინტელექტუალურ- შემეცნებითი ღონისძიება - „ხელოვნების სამყაროში“ გამართა.

მოსწავლეებმა კითხვა - პასუხის რეჟიმში გამოავლინეს ცოდნა მსოფლიო ხელოვნების ისტორიულ - კულტურულ კონტექსტში და ამოიცნეს მხატვრულ- სტილურ მახასიათებლებზე დაყრდნობით სხვადასხვა ეპოქები.

ღონისძიება მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს. მოსწავლეებმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები.

ღონისძიების დასასრულს მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ წამახალისებელი სიგელებით და სერტიფიკატებით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203