ბარათაულის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
06-07-2022
ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ემოციურად გამოემშვიდობნენ და ამაგდარ პედაგოგს გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

მეოთხეკლასელებმა ღონისძიება გამართეს, სადაც მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი მზიური ესერიძე გახლდათ.

„გავაცილეთ ჩვენი მეოთხე კლასელები. გილოცავთ ჩვენო ცელქებო ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლას. წარმატებებს და ფერად ბავშვობას გისურვებთ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203