„სკოლის მოსწავლეები და ბიბლიოთეკა“​ - ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა კვლევა ჩაატარეს
06-07-2022
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობები განახორციელეს.

მათ შორის, 2 ივნისს VI კლასის მოსწავლეებმა ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია თემაზე - „სკოლის მოსწავლეები და ბიბლიოთეკა“ წარადგინეს.

კვლევის მიზანი იყო სკოლაში გამოვლენილიყო მოსწავლე, რომელსაც ყველაზე მეტი წიგნი ჰქონდა წაკითხული.

კვლევის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული - VI კლასის მოსწავლე ქეთი წერეთელი და მას საჩუქრად წიგნი გადაეცა.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ XI კლასის მოსწავლეები- ნათია წერეთელი და ლიკა კასრაძე.

პრეზენტაციაზე სიტყვით წარსდგნენ სკოლის დირექტორი ემზარ მამისაშვილი და ბიბლიოთეკარი ნელი დვალიშვილი.

კვლევას ხელმძღვანელობდა და მონიტორინგს უწევდა მათემატიკის პედაგოგი მზია ბრაჭული.

მოსწავლეებში კვლევა-ძიების პროცესმა ინტერესი გამოიწვია და სურვილი გამოთქვეს, რომ ეს პოექტი მომდევნო წლებშიც განხორციელდეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203