ჭიათურის N4 საჯარო სკოლა სასკოლო პროექტების შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობდა
06-07-2022
ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის განმავლობაში სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომლებიც სამაგალითოც კი არის.
სკოლა „ზოგადი განათლების რეფორმის“ სასკოლო პროექტების შემაჯამებელი კონფერენციაში მონაწილეობდა.
კონფერენციაში მონაწილე სკოლებმა ერთმანეთს განხორციელებული პროექტების გამოცდილება გაუზიარეს.
„დიდი მადლობა ორგანიზატორებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ჩვენი სკოლის საპროექტო ჯგუფის მონაწილე მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს. განსაკუთრებული მადლობა პროექტის კოორდინატორს, ბატონ გივი გაგნიძეს და სკოლის დირექტორს, ბატონ გურამ ლომიძეს სასკოლო კულტურის ამაღლების ხელშეწყობისთვის. ვიმედოვნებთ, მომავალში ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები განხორციელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს