პატარძეულის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ნარიმანიშვილი etaloni.ge-სთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა
გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ნარიმანიშვილი etaloni.ge-მ დააჯილდოვა.საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის სპეციალური დიპლომი მიანიჭა.
ნანა ნარიმანიშვილი სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ.
იხილეთ ფოტო: