თბილისის N200 საჯარო სკოლაში სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს
06-07-2022
თბილისის N200 საჯარო სკოლაში მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის (SANGU) თორმეტმა სტუდენტმა საწარმოო პრაქტიკა - სტაჟირება გაიარა.
სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში, როგორც საგაკვეთილო, ისე წრეობრივ თუ თერაპიულ სამუშაო პროცესებში ჩართულობა დიდი გამოცდილება იყო.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტები სკოლაში კვირაში ორი დღე დადიოდნენ და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. სტუდენტები მოსწავლეებთანაც დაახლოვდნენ, იყვნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების მხარდამჭერები და ადაპტაციაში, სასწავლო პროცესში საჭიროებისამებრ ეხმარებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ მემორანდუმის ფარგლებში, SANGU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პრაქტიკული სამუშაოები თბილისის N200 საჯარო სკოლაში სსსმ-მოსწავლეების ასისტირების კუთხით გაიარონ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს