სასწავლო წლის წარმატებული და საზეიმო დასასრული ჟანივრის საჯარო სკოლაში
06-07-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო, სახალისო, შემეცნებითი და მრავალფეროვანი გარემო იყო შექმნილი.

სასწავლო წლის დასრულება პედაგოგებმა და დირექციამ მოსწავლეებს განსაკუთრებულად მიულოცეს და ბავშვებს ლამაზად გაფორმებული გარემო დაახვედრეს.

„გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას. ბედნიერი არდადეგები ძვირფასებო. დავასრულეთ კიდევ ერთი სასწავლო წელი! მხიარული და ბედნიერი არდადეგები!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203