ნადაბურის საჯარო სკოლის „პატარა არქიტექტორებმა“ საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
06-07-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობდნენ.

მათ შორის, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში კომპლექსური დავალება შეასრულეს. მეხუთეკლასელების პედაგოგი კი ნატო კიკნაძე გახლავთ.

„პროექტი - „პატარა არქიტექტორები“. მათ გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით დაამზადეს სხვადასხვა ზომის სახლები და გამოთვალეს მათი ფართობები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203