თბილისის N124 საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ფერადი დღესასწაული აჩუქეს
06-07-2022
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ და საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ. სკოლაში არ ავიწყდებოდათ არც მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა. 

რა თქმა უნდა, მოსწავლეთა და პედაგოგთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. დღესასწაულს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ფერადი დღესასწაული აჩუქეს და მრავალფეროვან გასართობ აქტივობებში ჩართეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვთა დაცვის დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203