თბილისის N200 სკოლის პედაგოგი ნატალია დურდიაძე ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩატარებულ კონფერენციაზე წარმატებით წარდგა
06-07-2022
თბილისის N200 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა კონფერენციებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასკოლო საზოგადოებისათვის გამართულ კონფერენციაზე თბილისის N200 საჯარო სკოლა-პანსიონის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნატალია დურდიაძემ პრეზენტაცია, - კომპლექსური დავალება თემაზე - „ზაფხულის ტანსაცმელი- Летняя одежда“ წარადგინა.
სკოლის პედაგოგს, ნატალია დურდიაძეს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში გამართულ სკოლის დირექტორთა და მასწავლებელთა კონფერენციაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.