შუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე ინგა ებრალიძემ გეოგრაფიის მუნიციპალურ კონკურსში მე-2 ადგილი დაიკავა
06-07-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე ინგა ებრალიძე მუნიციპალურ კონკურსში „გეოგრაფია“ მიღწეული წარმატებისთვის სიგელით დაჯილდოვდა. 

ინგა ებრალიძემ მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის რესურსცენტრის ორგანიზებით გამართულ საგნობრივ ოლიმპიადაში მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეებს შორის მე-2 ადგილი დაიკავა. 

მისი გეოგრაფიის მასწავლებელი ციური აბაშიძე გახლავთ.

13 ივნისს, შუახევის რესურსცენტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები, მათი საგნის მასწავლებლები და სკოლები დააჯილდოვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203