ყელქცეულის საჯარო სკოლის გუნდმა „კალისტომ“ ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა
06-07-2022
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2021-2022 სასწავლო წელს სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობდნენ.
სკოლის ნიჭიერი მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდმა - „კალისტომ“ ინტელექტუალური თამაშის - „კაბადონის“, ფინალში დიდი წარმატებით იასპარეზა.
გუნდი ფხვენის საჯარო სკლას დაუპირისპირდა და თამაში 7:6 ანგარიშით „კალისტოს“ გამარჯვებით დასრულდა.
ინტელექტუალურ თამაშში ფინალში, ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი - ყელქცეულის საჯარო სკოლა;
II ადგილი - ფხვენისის საჯარო სკოლა;
III ადგილი - გორის N2 საჯარო სკოლა.
„ფინალიც ჩვენია... გილოცავთ ღირსეულ გამარჯვებას! კიდევ მეტი წარმატება და წინსვლა გვისურვებია“, - წერია გავრცელებულ სასიხარულო ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო