მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავ პროექტებზე იმუშავეს
06-07-2022

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მომავალ თაობას სიღრმისეული განათლება მისცეს, მოსწავლეებს სთავაზობდნენ მრავალფეროვან პროექტებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებს და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობდნენ. 

მათ შორის, მთისძირის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა პროექტში - „ატრაქციონების პარკი“ მონაწილეობდნენ. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ისეთი უნარ-ჩვევების გამოვლენა როგორიცაა, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, გადაწყვეტილების მიღება, შემოქმედებითობა, არჩევანის გაკეთება და კონსესუსის მიღწევა.

მათ ქონდათ ვირტუალურად 150 000 ლარი და ამ თანხის გამოყენებით ევალებოდათ შეეძინათ სასურველი ატრაქციონები და კეთილმოეწყოთ გარემო. მათ სიამოვნებით იმუშავეს და შექმნეს არაჩვეულებრივი მაკეტი - ატრაქციონების პარკის გეგმა.

ასევე იმუშავეს პროექტზე -„მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები“ ინტერნეტით მოიძიეს ინფორმაცია ასეთი შენობების მდებარეობის, სიმაღლის დანიშნულების შესახებ.

პროექტის მიზანი იყო კვლევითი უნარების გამომუშავება, მონაცემების თვალსაჩინოდ წარმოდგენის საშუალებების გამოყენება. მათ შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას, შექმნეს კედლის გაზეთი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203