ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე პედაგოგებისთვის მუდამ მაგალითის მიმცემია.
დირექტორი სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კონფერენციებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად წარმატებით მონაწილეობს.
ამჯერად, მარინე ტაბატაძე Key Consulting-ს ორგანიზებით, ორგანიზაციის შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი მიმართულების, განათლების კლუბის წევრთა ახალი სეზონის საზეიმო მიღებასა და კონფერენციაში მონაწილეობდა; ღონისძიება შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გაიმართა.
„წარმატებებს გისურვებთ კოლეგებო! მადლობა ლიკა ოხანაშვილს და Key Consulting-ს საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის!“, - ნათქვამია დირექტორის, მარინე ტაბატაძეს განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები: