დუმასტურის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ტრენინგი წარმატებით გაიარეს
06-07-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა ტრენინგებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.

მასწავლებლებმა: ესიათ სვიაკაურმა, თამილა ხანგოშვილმა და სესილი მუთოშვილმა გაიარეს ESTA პროექტის ტრენინგი ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისთვის თანამედროვე სწავლების მეთოდებში - „ბუნებისმეტყველება და კულტურა, კვლევაზე დაფუძნებული სწავლება".

„მადლობას ვუხდით იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ტრენერ ნათია ბაღათრიშვილს. მასწავლებლებმა ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამოიყენეს და დახვეწეს სასწავლო პროცესში. ბუნებისმეტყველებაში ჩატარდა საინტერესო გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები აქტიურად და დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულები. მადლობა ჩვენი სკოლის საზოგადოებას მოტივაციისთვის, მოწადინებისთვის, აქტიურობისთვის. ყოველივე ეს ჩვენი შემდგომი წინსვლის და წარმატებების საწინდარი ყოფილიყოს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203