თბილისის N192 სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული სალონის ატმოსფერო „გააცოცხლეს“
06-07-2022
თბილისის N192 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო ღონისძიება გამართეს.
მათ შორის აღსანიშნავია მე-6ა კლასის მოსწავლეების მეტად საინტერესო ღონისძიება. მეექვსეკლასელებმა ლიტერატურული სალონის ატმოსფერო „გააცოცხლეს“.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა სასკოლო საზოგადოება დროში ამოგზაურეს. საქართველოში არსებული ლიტერატურული სალონების შესახებ მეტად საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
„ლიტერატურული სალონებიდან - საკლასო ოთახამდე. რას, სად და როგორ ამბობდნენ ქართველი პოეტები... მე-6ა კლასი, მადლობა თქვენ, ჩემო კარგო და ერთგულო ბავშვებო!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს