დაბა კაზრეთის N1 სკოლის მოსწავლე მათე გავაშელი სასწავლო ვიზიტით იტალიაში გაემგზავრება
06-07-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა. სკოლას 2021-2022 წელსაც წარმატებული მოსწავლეები ჰყავდა, რომლებმაც არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგეს.
მათ შორის, არის მე-10ბ კლასის მოსწავლე მათე გავაშელი, რომელიც პროექტ - Act to save the Environment გამარჯვებულია.
წარმატებული მოსწავლე იტალიაში 2 კვირით გაემგზავრება.
„პროგრამა „ერასმუსის“ დაფინანსებით ჩვენი წარჩინებული მოსწავლე მათე გავაშელი სლოვენიის, ესპანეთისა და იტალიის მოსწავლეებთან ერთად 2 კვირის განმავლობაში წარადგენს ჩვენს ქვეყანას და აიმაღლებს ცოდნას, თუ როგორ დაიცვას ბუნება.
პროექტში მონაწილე ქვეყნებიდან 8 ბავშვი და ორი ლიდერი შეირჩა! კაზრეთის N1 საჯარო სკოლა ამაყობს მათეს წარმატებით და გვჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო