„პეპილენდი“ - დაბა კაზრეთის N1 სკოლის „წიგნის მეგობრების“ კლუბის შთამბეჭდავი ღონისძიება
06-07-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეების აქტიური ჩართულობით არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
მათ შორის იყო სკოლის „წიგნის მეგობრების“ კლუბის ძალზედ საინტერესო აქტივობები. კლუბის წევრებმა ხელთნაკეთი წიგნები შექმნეს.
ასევე, გამართეს დასკვნითი ღონისძიება - „პეპილენდი“. მოსწავლეებმა „გააცოცხლეს“ პერსონაჟები, წაიკითხეს წიგნებიდან საყვარელი ადგილები და ერთმანეთს შეკითხვები დაუსვეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტს მე-5ა და მე-6ბ კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, მაია მოსეშვილის ხელმძღვანელობით ახორციელებდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს