შემოქმედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პირველი სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
06-07-2022
აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის ბოლო, საზეიმო აკორდი - მოსწავლეების სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია გახდა.
მოსწავლეთა პირველი სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია - „გურული ვაზი და ღვინო - ტრადიციები და გამოწვევები“, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, სკოლაში 5 ივლისს გაიმართა.
„საზეიმოდ მორთული დარბაზი სავსე იყო სტუმრებით, მოსწავლეებითა და მშობლებით. ყველა ყურადღებით უსმენდა გამომსვლელთა საინტერესო, აკადემიურ პრეზენტაციებს: ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებულ ისტორიებს; მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტებს; შემოქმედელ უხუცესთა მონათხრობს მარანსა და ღვინის ჭურჭელზე, გურულ ტრადიციებს, მითებსა და გადმოცემებს. ეს იყო ნიჭის, ცოდნის, თანამშრომლობის, თანადგომისა და სილამაზის ზეიმი!“, - გვიყვებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო