„საყვარელი გმირი და პერსონაჟი“- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
06-07-2022
დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობდნენ.
მათ შორის, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ხელოვნების მასწავლებლის, დალი ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, თემაზე - „საყვარელი გმირი და პერსონაჟი“ საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.
მოსწავლეებმა შექმნეს პროდუქტი - „გააცოცხლეს“ ფიროსმანის პერსონაჟები, გადმოიტანეს ფურცლებზე და კომიქსების გამოყენებით გადმოსცეს საინტერესო და მრავალფეროვანი ამბები.
„ნამუშევრების პრეზენტაციის დროს, მათ ისაუბრეს თავიანთი ნახატების შესახებ, დაახასიათეს და მოგვითხრეს საყვარელ პერსონაჟებზე, სიუჟეტებზე. ბავშვებმა ხაზგასმით წარმოაჩინეს და ისაუბრეს აგრეთვე მხატვრულ - გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების (პროპორცია, სტატიკა, ფონი, კომპოზიციის განაწილება და სხვ.) გამოყენებაზე. ყოჩაღმა მეექვსეკლაელებმა წარმატებით გაართვეს დავალებას თავი და კარგი შეფასებაც დაიმსახურეს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს