„ვიტამინები“- ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
06-07-2022
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო აქტივობა თუ პროექტი განხორციელდა.
მათ შორის, 3 ივნისს გაიმართა პროექტ - „ვიტამინების“ დასკვნითი სამუშაო, რომელშიც ჩართული იყვნენ კლუბ „ცეცხლოვანი ქიმიკოსების“ წევრები და მე-11 კლასელები.
მათ დაამზადეს ბუკლეტები და დაურიგეს სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს.
სამიზნე ჯგუფად კი აირჩიეს IIIბ კლასი, რომელთა დამრიგებელი ეკა ლეკვეიშვილი გახლდათ.
„მესამე საფეხურის მოსწავლეები მეგზურობას უწევდნენ ჩვენს პატარებს, მეურვე მასწავლებელ ნინო ბენიძესთან ერთად მათ მიაწოდეს ინფორმაცია ვიტამინების შესახებ, ჩაატარეს სახალისო აქტივობები, შექმნეს რესურსები, ააწყვეს ვიტამინების ხე და ბოლო ნაწილში შთამბეჭდავი ექსპერიმენტებით გააოცეს დამსწრე საზოგადოება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს