თბილისის N117 საჯარო სკოლამ მინი ხელბურთის ფესტივალში წარმატებით იასპარეზა
06-07-2022

თბილისის N117 საჯარო სკოლამ მინი ხელბურთის ფესტივალში - „მომავალი ჩვენია“ წარმატება მოიპოვა.

სკოლის გუნდმა - „კორიდამ“ ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა. 

ხელბურთის ტურნირში მონაწილეობდა თბილისის საჯარო და კერძო სკოლების ჭაბუკთა რვა გუნდი და გოგონათა 5 გუნდი. 

2010-2011-12 წელს დაბადებულთა შორის სკოლის ხელბურთის გუნდმა - „კორიდამ“ 3 თამაშში  დააგროვა 5 ქულა და მის ქვეჯგუფში 1 ადგილი დაიკავა.

სკოლის გუნდის წარმატება ასე გამოიყურება:

N 117 საჯარო სკოლა (ფრე) 5-5 ; N 55 საჯარო სკოლა;

N 117 საჯარო სკოლა ( მოგება) 7- 4; N141 საჯარო სკოლა;

N 117 საჯარო სკოლა (მოგება) 8-0; „მეგა“, ბ. (კერძო სკოლა).

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:













 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203