ფარცხანაყანევის N1 სკოლის მოსწავლეებთან გარემოსდაცვით საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა
06-07-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელს მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო შეხვედრა და აქტივობა გაიმართა.

მათ შორის აღსანიშნავია, 3 ივნისს პროექტის - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრი“ წარმომადგენლების სტუმრობა.

ცირა ბერეკაშვილმა მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ჩაატარა ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა თემაზე - „ნარჩენები და მათი ზემოქმედება გარემოზე“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ნარჩენების დახარისხებასა და მართვაზე, კომპოსტირებაზე. ნახეს ფილმი ნარჩენებით გამოწვეულ პრობლემებზე, ასევე გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა კარგი გარემოსდაცვითი ცოდნა გამოავლინეს.

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციას და ბიოლოგიის პედაგოგს, ინგა ფხაკაძეს საკლუბო მუშაობის ფარგლებში გარემოსდაცვითი ცოდნის პოპულარიზაციისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203