მატნის N1 სკოლის პედაგოგები ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
05-07-2022

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით სხვადასხვა ტრენინგებში, კონფერენციებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში არიან ჩართულნი. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში ჩაერთნენ. 

შეხვედრა -„წარმატებული პრაქტიკის გაზიარება“ 30 ივნისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ახმეტის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა. 

აღნიშნულ კონფერენციაზე საკუთარი პრაქტიკა, კერძოდ კომპლექსური დავალების კვლევა კოლეგებს გაუზიარეს მატნის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - ნარგიზა პოპიაშვილმა და ნანი მთიულიშვილმა.

„სკოლის დირექცია და მასწავლებლები წინსვლას ვუსურვებთ მათ მომავალ წარმატებულ საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203