ზემოხევის საჯარო სკოლის პედაგოგი გულთამზე ქარვივაძე მასწავლებელთა მე-4 მუნიციპალურ კონფერენციაში მონაწილეობდა
05-07-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხევის საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო წლის განმავლობაში პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავდნენ.
ისინი სხვადასხვა ღონისძიებაში ერთვებოდნენ. მათ შორის იყო შუახევის მასწავლებელთა მე-4 მუნიციპალური კონფერენცია. მასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გულთამზე ქარვივაძე მონაწილეობდა.
იგი კონფერენციაში დიდი მონდომებით ჩაერთო.
გულთამზე ქარვივაძეს მონაწილეობისთვის შესაბამისი სერტიფიკატიც გადაეცა.