რგანის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
05-07-2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო-შემეცნებით, საზეიმო თუ გასართობ ღონისძიებებს სთავაზობდნენ. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, პოეზიის საღამო, რომელიც სკოლაში ქართული ენის მასწავლებლის, მაკა ხვედელიძის ორგანიზებით მოეწყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-4 კლასიდან: თეკლა ხვედელიძე და ბარბარე სარალიძე. მე-7 კლასიდან: მარიამ უფლისაშვილი, სანდრო ხვედელიძე და ვიკა ბიწაძე. მე-8კლასიდან: ანასტასია გველესიანი და მარიამ გველესიანი. მე-9 კლასიდან: ლიკა მწყერაშვილი და ლალი გოგოლაძე.მე-10 კლასიდან: ლუკა და ნიკა სამხარაძეები, მარიამ კავთელაძე, ლუკა გველესიანი, ანა ხვედელიძე, ლიზი ჩაფიძე და თაკო სამხარაძე. მე-11კლასიდან კი: ნანა ხვედელიძე, მარიამ სამხარაძე, ლუკა გილანელი, ნათია ხვედელიძე, სალომე ჩაფიძე, ნათია ქუთათელაძე და გვანცა სამხარაძე.

„შესანიშნავი საღამო შედგა, ულამაზესები და უკარგესები იყავით ბავშვებო. ყოჩაღ თქვენი და მასწავლებლის მონდომებას. დაე იმრავლოს რგანის საჯარო სკოლაში თქვენისთანა მოსწავლეებმა და სასიამოვნო დღეებმა“,- ვკითხულობთ სკოლის დირექციის წერილში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203