„ანბანის გაცილება“-  მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
05-07-2022
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მხიარული, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება „ანბანის გაცილება“ გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

ისინი სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203